თბილისი. ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი კულტურული ჰორიზონტი არის ჩვენი ღონისძიებებისა და აქტივობების პროგრამა 2019 წლის სექტემბერიდან დეკემბრამდე და რომელიც ეძღვნება ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გაღრმავებას. „ბრიტანეთი-საქართველო 2019: ახალი კულტურული ჰორიზონტის მიზანია ახალი აუდიტორიის მოზიდვა, ჰორიზონტის გაფართოება და კულტურისა და იდეათა ნაკადის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა. ბრიტანული სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის გამოფენები, ფესტივალები, კინო-ჩვენებები, უნარების განვითარების ვორკშოპები, მასტერ კლასები, პანელ-დისკუსიები და ლექციები მუსიკის, კინოს და საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ. ჩვენს აქტივობებში მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ჩართვის მიზნით ჩვენი აქტივობების კონტენტს შეძლებისდაგვარად გავაზიარებთ ონლაინ სივრცეში", ნათქვამია საბჭოს ვებგვერდზე.
წყარო: www.britishcouncil.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)