თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად გადასცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც გამოკვეთილია ახალი გარემოებები უვადო მსჯავრდებულის თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძის მსჯავრთან დაკავშირებით. „თეიმურაზ შარაშენიძეს 2009 წელს ბრალი დასდეს ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობაში და მიუსაჯეს უვადო პატიმრობა. იგი სასჯელს იხდის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე, 2013 წლიდან მთავარმა პროკურატურამ დაიწყო საქმეზე ახალი გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებს საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)