თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას არ გააუარესოს დასაქმებულთა სოციალური თუ შრომითი პირობები. „იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ტელევიზიაა, რომელიც მიმდინარე წელს გარანტირებულ 58 მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება და დამატებით ტექნიკური გადაიარაღებისათვის 45 მილიონი ლარის ღირებულების სესხს იღებს, დაუშვებელია გააუარესოს თანამშრომელთა სოციალური მდგომარეობა და შეუწყვიტოს სადაზღვევო პაკეტები. მენეჯმენტის განზრახვა, რაც პრაქტიკულად თანამშრომლებს ხელფას შეუმცირებს ან სოციალურ ბენეფიტს გაუუქმებს, არასათანადო პრაქტიკაა და ეწინააღმდეგება ერთი მხრივ, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის არსს და მიზანს და მეორეს მხრივ, აუარესებს მაუწყებლის თანამშრომლების სამუშაო პირობებს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)