თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მომხდარი სავარაუდო დანაშაულებების დროულ გამოძიებას მოითხოვს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ჩაატაროს ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოძიება სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით; გამოიძიოს შესაძლო მტკიცებულებების განადგურებისა და სპორტის სასახლეში მყოფ თვითმხილველებზე სავარაუდო მუქარის ფაქტები; გამოიძიოს ერთი წლის წინათ თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივნის, გოჩა ჩორგოლიანის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტი; გამოიძიოს ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტი და დაადგინოს, აქვს თუ არა ამას კავშირი ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან; გააგრძელოს კორცხელის ინციდენტის გამოძიება და გამოვლინოს ყველა შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას აღნიშნული გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ; საია, ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას: გამოიკვლიოს რამდენად დროული რეაგირება მოჰყვა სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს; გამოიკვლიოს რატომ გაჭიანურდა ერთი წლის წინათ გოჩა ჩორგოლიანზე მომხდარი დანაშაულის გამოძიება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)