თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს „სოციალური მეწარმეობის შესახებ" კანონპროექტზე მოსაზრებები წარუდგინა. „საია მიესალმება პარლამენტის წევრების ინიციატივას სოციალური მეწარმეობის საკითხების ერთიანი საკანონმდებლო რეგულირების თაობაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სოციალური საწარმოების სამართლებრივი და ფინანსური გარანტიების შექმნა, ქვეყანაში არსებულ სოციალური საწარმოებს დახმარება და სოციალური მიზნებით ახალი საწარმოების შექმნის წახალისება. საიას მიაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რათა საკანონდებლო მოწესრიგება შეესაბამებოდეს სოციალური მეწარმეობის სფეროში არსებულ საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)