en
ge

დისკუსია ახალგაზრდულ საკითხებზე

დისკუსია ახალგაზრდულ საკითხებზე

შიდა ქართლი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის და გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდული საკითხების ირგვლივ ადგილობრივ აქტორებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის ფორმირება. შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტის, მერიაში ახალგაზრდული და განათლების მიმართულებით არსებული პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა წარადგინა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგები, რომელიც პროექტის „ადგილობრივი აქტორების მდგრადი კავშირის შექმნის" ფარგლებში ჩატარდა (დონორი: bftw). შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ თვითმმართველობისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც რეგიონის ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე ახალგაზრდების თემატიკაზე განხორციელებულ პროექტებზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023