en
ge

მობილური იურიდიული კლინიკა მესტიაში

ზემო სვანეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლებმა მობილური იურიდიული კლინიკის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ადგილზე გაუწიეს ინდივიდუალური დახმარება იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც მიწის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლებები შეხვდათ.
„შეხვედრებმა დაადასტურა, რომ ზემო სვანეთში მიწების რეგისტრაციის პრობლემა მწვავედ დგას. პრობლემათა შორის, ყველაზე გამოკვეთილად კი მათი სატკივარი იმ მამა-პაპისეული მიწების დაკანონებას უკავშირდება, რომელთა კუთვნილების შესახებ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ. ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ამ პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოგვარების ცდებს კვლავაც განაგრძობენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)