en
ge

ირაკლი ჩიხლაძემ და თამარ გოგესაშვილმა პირველი და მეათე პრინციპი დაარღვიეს

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებმა, ირაკლი ჩიხლაძემ და თამარ გოგესაშვილმა ქარტიის ორი პრინციპი დაარღვია. „პირველი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ჟურნალისტის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მეათე, რომელიც ჟურნალისტს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას ავალდებულებს.
სადავო სიუჟეტი 23 დეკემბერს გავიდა ეთერში და ეხებოდა ხადის ხეობაში აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობას და ამ საქმეზე ბრალდებულს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალაში ბრალდებული წარმოაჩინეს დამნაშავედ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ არსებობს", ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: qartia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)