თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლომ თემირლამ მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ სუსის მხრიდან, თემრილან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.
„გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 5 თებერვალს გამოცხადდა. მოსარჩელეების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) წარმოადგენს.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს გაკეთებულ საჯარო განცხადებებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე. საქართველოს კანონმდებლობით კი პირი უდანაშაულოდ მიიჩნევა მანამ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი არ დადგება.
აღსანიშნავია, რომ თემირლან მალაჩიკაშვილსთვის ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ ყოფილა და მას არც ბრალდებულის სტატუსი ჰქონია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში