თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის.
„4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა საჯარო შეხვედრა ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის" კანონპროექტის განხილვის მიზნით.
აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ბავშვთა დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მეორე ნახევარში, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) წევრების ანა აბაშიძის და ანა არგანაშვილის მიმართ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com