კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართუყლობს ცენტრში, გარემოს დაცვის მინისტრი, ხათუნა გოგალაძე კახეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დროს მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი განსახორციელებელი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში გარემოს დაცვის საკითხებში დღეისთვის არსებული პრობლემების შესახებ. მინისტრის ხათუნა გოგალაძეს თქმით, პრობლემების მოსაგვარებლად უკვე მიმდინარეობს სათანადო სახის სამუშაოები: „ყველა პრობლემა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბრისას გამოიკვეთა, მნიშვნელოვანია და მოგვარებას მოითხოვს. გარკვეული სახის პრობლემების აღმოსაფხვრელად კი უკვე ვმუშაობთ. სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას გამოიკვეთა, შევისწავლით და მოვაგვარებთ".