თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) შრომითი მედიაციის სამართლებრივი და სოციალური კვლევა მოამზადა.
როგორც კვლევის შესავალშია აღნიშნული, ნამუშევრის სამართლებრივი ნაწილი მიზნად ისახავს, გამოავლინოს მედიაციის მექანიზმის საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები, გაეცნოს ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებს და მათი შედარებითი ანალიზის გზით, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები მექანიზმის ადმინისტრირების, ასევე კოლექტიური შრომითი დავის პრევენციისა და მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებების აღსრულების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. რაც შეეხება კვლევის სოციოლოგიური ნაწილს, ის სწავლობს, როგორც შრომით მედიაციასთან დაკავშირებით არსებულ პროცედურულ თუ აღსრულებით ხარვეზებს, ასევე, ისეთი ტიპის გამოწვევებსაც, რომელიც უკავშირდება მედიაციის მექანიზმის შრომის პოლიტიკასთან ინტეგრირების საკითხს და სტრუქტურული ფაქტორების გავლენას მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი