en
ge

საერთაშორისო კონფერენცია შრომითი მედიაციის მექანიზმის შესახებ

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგისა ცენტრმა (EMC), პროექტ INSPIRED+ Georgia-ს ფარგლებში გამართა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე - „საქართველოს შრომით მედიაციის მექანიზმზე მრავალწარმომადგენლობითი დიალოგი: დაბრკოლებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციებზე შეჯერება".
კონფერენციას დაესწრნენ შრომითი პოლიტიკის სფეროს მთავარი აქტორები - სოციალური პარტნიორები, სამთავრობო და საპარლამენტო ორგანოების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა, შრომითი მედიაციის მექანიზმის შესახებ პოლიტიკური დისკუსიის წახალისებას, შემუშავებულ რეკომენდაციაზე აქტორებს შორის დებატების გაჩენას და მექანიზმის გაუმჯობესებისთვის საჭირო პოლიტიკის ადვოკატირებას.
კონფერენცია გაიმართა პროექტის INSPIRED + Georgia-ს ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD).კონფერენციას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელ ორგანიზაციას წარმოადგენს ფრიდრიხ ებერტის ფონდი (Friedrich Ebert Foundation).
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)