თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF) პროექტის „სკოლებში მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა" ფარგლებში, აქვეყნებს თამაშს კიბერუსაფრთხოების შესახებ.
„გსურს მილანში შოპინგი და Iphone-ის, ბიონსეს კონცერტის ბილეთის ან დუომოს სუვენირების მოგება, მაშინ ითამაშე ჩვენი ახალი ონლაინ თამაში, გაემგზავრე მილანში და მოგზაურობისას გაეცი სწორი პასუხები კითხვებზე, რომელიც პერსონალურ მონაცემებს და კიბერუსაფრთხოებას შეეხება.
ყოველი სწორი პასუხის შემთხვევაში, 10 მონეტას დააგროვებ, რაც თამაშოს ბოლოს სასურველი ნივთის შეძენაში დაგეხმარება,არასწორის შემთხვევაში კი იმ სამოსსაც დაკარგავ, რომლითაც თბილისიდან წახვედი”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: millab.ge