en
ge

გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელება

იმერეთი. 11 თებერვალს, იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომელიც ეხებოდა გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელებას ადგილობრივ დონეზე. შეხვედრები ჩატარდა კოალიციური პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის" ფარგლებში, სოფელ პერევსა და ქუთაისში.
„შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი"-ს ორგანიზებით გაიმართა და მისი მონაწილეები გახდნენ სოფელ პერევის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, საჩხერის მუნიციპალიტეტის რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრები და ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პერევში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონსულტაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტში შექმნილ 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართეს. გამოიკვეთა გამოწვევები და საჭიროებები, რომელიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე ჯგუფის წევრებმა მუშაობის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)