იმერეთი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 23 მარტს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით იმერეთის პროგრამის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის მოეწყო სასწავლო ვიზიტი თბილისში.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სასწავლო ვიზიტში იმერეთის სხვადასხვა საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ
ქსელში