თბილისი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა" - ფარგლებში, საინფორმაციო კვირეული იმართება.
პროექტის მიზანია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესება და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობაში" შესაძლო კორუფციის და საჯარო ფინანსების არარაციონალური ხარჯვის შემცირება. ამ თემების ირგვლივ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ტფილისის ჰამქრის" წარმომადგენლები 26, 28 თებერვალსა და 1 მარტს ისაუბრებენ, ასევე, მოაწყობენ „ტურს გუდიაშვილზე".
კვირეულზე დასწრების მსურველებმა, 2019 წლის 22 თებერვლამდე, რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა უნდა შეავსონ.
წყარო: https://gyla.ge