en
ge

EMC-იმ საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე ვენეციის კომისიას მოსაზრებები გაუზიარა

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საგამოძიებო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას მოსაზრებები გაუზიარა.
„EMC მიიჩნევს, რომ რეფორმის მიზნების მისაღწევად აუცილებელია, გამომძიებლის საპროცესო და პროფესიული სტატუსის ცვლილება, გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილების მკაფიო გამიჯვნა და გამოძიების პროცესიდან პროკურორის გონივრული დისტანცირება.
ორგანიზაციის მოსაზრებით, პროკურორი მხოლოდ დევნაზე უფლებამოსილი სუბიექტი უნდა იყოს, რომელსაც არ ექნება უშუალო საგამოძიებო და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის უფლებამოსილება. ამ რეფორმამ უნდა შეძლოს გამომძიებლის და პროკურორის პროცესუალური დისტანცირება და გამომძიებლის დამოუკიდებლობის გაზრდა.
EMC დადებითად აფასებს გამოძიების მიმდინარეობის ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შესაბამისი, დროებითი სტრუქტურული ერთეულის შექმნის იდეას, რომელიც რეფორმის საწყის ეტაპზე აიღებს გამოძიების ხარისხის კონტროლის ფუნქციას და დაეხმარება საგამოძიებო ორგანოებს, პროცესის წარმართვის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და დანერგვაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)