სამცხე-ჯავახეთი. 15-16 თებერვალს, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე მზია ფეიქრიშვილმა ჩაატარა ორ დღიანი თანატოლთა ტრენინგი „ჯანსაღი ცხოვრების წესის" შესახებ.
„გაცვლითი პროგრამის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდების ინფორმირებულობის გზით, აქტივობების განხორცილებით და მათი აქტიური ჩართულობით მოტივაციის ზრდა, რათა გახდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში