თბილისი. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გამოხატავს შეშფოთებას 13 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე. მისთვის საჭირო მომსახურებების მიწოდების პროცესში არსებულ სირთულეებზე, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ტელეკომპანია იმედის 7 თებერვლის სიუჟეტიდან.
„კოალიცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს ქვეყანაში ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის ვითარებას, რომელიც მდგომარეობს პრევენციული და სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობაში, ასევე მიუთითებს გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რომელიც უმეტესად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზის პრობლემებთან არის დაკავშირებული", ნათქვამია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com