კახეთი. პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად" ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო.
პროექტს „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად" ევროკავშირის ფინანსური დახმარებით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ადამიანის უფლებათა ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის მიზანია, სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WaSH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში