თბილისი. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) წარმომადგენლებმა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, ჟურნალისტებისთვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების საკითხების გაშუქების თაიბაზე, სწავლება გამართეს.
PHR-ის იურისტებმა ტრენინგის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაშუქდეს დანაშაული, რომელშიც არასრულწლოვანს სდებენ ბრალს; რა შეცდომებს უშვებს მედია ამ თემაზე მუშაობისას; როგორია შესაბამისი კანონმდებლობა საქართველოში; რა პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას; რა შედეგები მოაქვს ამ თემაზე არასწორად მომზადებულ მასალებს და რა ფაქტორებზე უნდა გაამახვილონ ჟურნალისტებმა ყურადღება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი