თბილისი. 26 თებერვალს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სხდომის ჩაშლას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აფასებს.
„სხდომას ესწრებოდნენ TBC ბანკის აქციონერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთაც არ მიეცათ შესაძლებლობა, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამ საქმეზე დამატებითი განმარტებები გაეკეთებინათ. საბოლოოდ, საზოგადოებამ ძირითადი აქტორებისგან ვერ მიიღო ინფორმაცია TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამაც, საქმის პოლიტიკურ მოტივაციებთან მიმართებაში, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა", - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი