თბილისი. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იურისტებს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" მოთავსებულ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 2019 წლის 22 თებერვალს იქ მოთავსებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად იმყოფებოდნენ. როგორც PHR -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაწესებულების იურისტის განმარტებით, ინსტიტუციაში მყოფი პირები არ საჭიროებდნენ უფლებადამცველების დახმარებას, რამდენადაც დაწესებულება თავისი რესურსით სრულად უზრუნველყოფს მათი სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი