en
ge

კოალიცია თანასწორობისთვის საქართველოს აზერბაიჯანელებზე მარიამ ჯაშის განცხადებას ეხმიანება

თბილისი. კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის საჯარო განცხადებას, საქართველოს აზერბაიჯანელ თემთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის წევრს, მისი პოლიტიკური ხედვები და განცხადებები მოქალაქეობის კონსტიტუციურ იდეას დაუახლოვოს და არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება.
„ცხადია, ვიზიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი თემის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და მათ შორის, მათ მიმართ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პრაქტიკებს და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიების დაწყება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მნიშვნელოვანია. მეტიც, კოალიციის წევრები მზად არიან ამ პროცესში კონტრიბუცია შეიტანონ. თუმცა, მარიამ ჯაშის განცხადებაში პრობლემას ის აზრი ქმნიდა, სადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები აზერბაიჯანელი თემი სხვა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების საგნად განიხილა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნაცვალგების მიდგომა გამოიყენა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)