en
ge

მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მე-4 დღე

თბილისი. მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მე-4 დღეს მსმენელებს საშუალება ქონდათ ემსჯელათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უახლესი სასამართლო პრაქტიკის შესახებ და აგრეთვე განეხილათ საკონსტიტუციო კონტროლის აქტუალური საკითხები მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშთან ერთად.
„საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლევან მაისურაძემ ჩაატარა პრაქტიკული სესია საკონსტიტუციო წარდგინების შესახებ და მონაწილეებს საშუალება მიეცათ საკონსტიტუციო წარდგინების მომზადების უნარები გაეუმჯობესებინათ კონკრეტულ კაზუსზე წარდგინების ინდივიდუალურად მომზადებისას. დღის მეორე ნახევარში, ქეთი აბაშიძემ ჩაატარა ლექცია ევროკავშირის სამართლის ზოგად საკითხებზე და კონკრეტულად დისკრიმინაციის აკრძალვის პრაქტიკასთან დაკავშირებით. დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის სხვადასხვა ასპექტი სხვადასხვა იურისდიქციის მიხედვით ზამთრის სკოლის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)