en
ge

კოალიციამ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატი დატოვა

თბილისი. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ფორმატი დატოვა.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა, „რადგან ის არ ემსახურება რეალურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვა უნდა უზრუნველყოს. სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ არაორაზროვნად გამოვლენილი პოზიციით ცხადი გახდა, რომ ის არ აპირებს იმ ტიპის კანონპროექტის შექმნას, რომელიც სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ერთპიროვნულ ნომინირებას გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარის ეს პოზიცია ცხადად ადასტურებს მისი და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის შეთანხმებულ მოქმედებას, შესაბამისად, ამგვარ ფორმატში კოალიციის მუშაობის გაგრძელება აზრს მოკლებულია".
სრულად 
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)