საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა CEVRO, საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული სისტემიდან დემოკრატიისკენ ტრანსფორმაციის შესახებ სტატიების კრებული გამოსცა, რომელშიც IDFI-ს სამი სტატიაა შესული.
2018 წელს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური სწავლებების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის, CEVRO-ს პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიის დამყარებისკენ გადადგუმული ნაბიჯების შესახებ სტატიების კრებულის (ჟურნალის) გამოქვეყნებას.
ინსტიტუტი CEVRO 1999 წელს დაარსდა პრაღაში, ჩეხეთში, როგორც საჯარო პოლიტიკის კვლევითი ცენტრი („თინქ-თენქი") და დღემდე მრავალ პროექტს ახორციელებს განათლების და დემოკრატიის გაძლიერების სფეროში. ბოლო რამდენიმე წელია უნივერსიტეტს გააჩნია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ორგანიზაციის პროექტები ძირითადად მოიცავს გარდამავალი დემოკრატიის პროცესში მყოფ ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი