en
ge

ევროკავშირი ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს

თბილისი. ევროკავშირი, ორგანიზაციასთან „მოძრაობა შიმშლის წინააღმდეგ" თანამშრომლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. პროექტი, რომლის სახელწოდებაა "ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში” სოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული, ინკლუზიური მოდელის დანერგვას და მუნიციპალიტეტის ყველა თემის წარმომადგენლის ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
"ეს პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი მთავრობისა და თემის წევრების თანამშრომლობას, მათი ძალისხმევის გაერთიანებას ადგილობრივი ეკონომიკის გაძიერებისა და დივერსიფიკაციისთვის, ასევე მუნიციპალიტეტში დასაქმების შესაძლებლობების ზრდისთვის. სოფლის განვითარების ეს მოდელი დაფუძნებულია ევროპულ გამოცდილებაზე და იგი საქართველოს სხვა რეგიონებშიც წარმატებით ინერგება. მოუთმენლად ველი პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ ინიციატივებს, რომლებიც ახმეტის მოსახლეობის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
სრულად 
წყარო: http://enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)