en
ge

საახალწლო ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვები ტენდერების გარეშე ან დაბალი კონკურენციით ტარდება

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები ტენდერების გარეშე ან დაბალი კონკურენციით ტარდება.
„საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ყოველთვის 1 იანვარს არის, მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება და წლის ბოლოს დაჩქარებულად და მითუმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ეს მიანიშნებს ტენდერების დაგეგმვის არასათანადო პრაქტიკაზე, რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ადრეც წერდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)