აჭარა. 28 თებერვალს, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მობილური ჯგუფის წევრებმა: ამირან აბაშიძემ და მირიან კახაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლაში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „ევროკავშირი და ნატო".
„ტრენინგის განმავლობაში მომხსენებლებმა ისაუბრეს ევროკავშირის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ ურთიერთობებზე. ასევე, გაიმართა დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, განიხილეს მითები და ანტიდასავლური პროპაგანდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში