თბილისი. 2018 წელს, ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კანონისთვის "პაციენტის უფლებების შესახებ” და კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.
საკანონმდებლო ცვლილებები შეთავაზებული რედაქციით საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალს დაამტკიცა. შედეგად, საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა განსაზღვრება პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობისა და ამ მომსახურების მიმწოდებელ პირთა უფლებამოსილებების შესახებ.
საკანონმდებლო ცვლილებები 2019 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი