en
ge

EMC ელმავალმშენებელ ქარხანაში მიმდინარე კოლექტიურ შრომით დავას ეხმიანება

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ინფორმაციით, ელმავალმშენებელი ქარხანაში დასაქმებულებს მძიმე შრომითი პირობები აქვთ და 6 თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ, რის გამოც, დღეს აქციას აანონსებენ.
„კოლექტიური შრომითი დავების პერიოდში „ყვითელი პროფკავშირების" დამსაქმებლის ინტერესებისადმი მიკერძოებული ხმით, მშრომელების სამართლიანი მოთხოვნების გადაფარვა და დელეგიტიმაცია, სამწუხაროდ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დასაქმებულთა გაერთიანების თავისუფლებას. ამ პროცესში განსაკუთრებულ გამოწვევად კი, დამსაქმებელთა მხრიდან დამოუკიდებელი პროფკავშირების საქმიანობისთვის ხელის შეშლა დგას. აღნიშნულ პროცესში იკვეთება ასევე, შრომითი მედიაციის არსებული მექანიზმის არაფექტიანობა და მისი რეფორმირების საჭიროება. შრომითი მედიაციის არსებულმა მექანიზმმა ვერ მოახერხა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ძალაუფლებრივი უთანასწორობის დასაბალანსებლად პროცესში დასაქმებულთა წარმომადგენელი პროფესიული გაერთიანების მონაწილეობა”, - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში, - „EMC მოუწოდებს სს „ელმავალმშენებელი” ქარხნის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს პროფესიული კავშირების საქმიანობის ხელის შეშლა და უზრუნველყოს დასაქმებულთა თანასწორი და თავისუფალი გაერთიანების შესაძლებლობა".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)