en
ge

„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა თემაზე – „მოხალისეობის სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესება საქართველოში" მრგვალი მაგიდა მოაწყო. ღონისძიების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული  „მოხალისეობის შესახებ" კანონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კანონპროექტი ადგილობრივი პარტნიორებისგან მოწოდებულ ინფორმაციებსა და ინიცატივებზე დაყრდნობით, აგრეთვე  საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა. დოკუმენტის მიზანია დაარეგულიროს ყველა სამართლებრივი პრობლემა, რომლებსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები  საქართველოში მოხალისეთა მასპინძლობისას აწყდებიან. შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გაიმართეს, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს და მასზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმ საგადასახადო დაბრკოლებების შესახებაც ისაუბრეს, რომლებიც ხელს უშლიან მოხალისეობის განვითარებას საქართველოში. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომი ნაბიჯების განხორციელებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან თანამშრომლობისათვის.  
პროექტი ორგანიზებულია საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში (G-PAC), რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ–დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ (EWMI).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)