en
ge

საია ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებულ ნორმებს ასაჩივრებს

აჭარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ირაკლი ჯუღელის სახელით, დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
საია ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დაკავების საფუძველს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს უფლებას აძლევს პირი დააკავოს პიროვნების დადგენის მიზნით. ასევე, საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლით დადგენილ დაკავების განსხვავებულ ვადებს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი, რომლის დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში, მაშინ, როდესაც სამუშაო დროს დაკავების შემთხვევაში დაკავების ხანგრძლივობა შესაძლებელია 12 საათამდე გრძელდებოდეს.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)