თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 112 Georgia/112 საქართველო-ს მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაემატა.
„აპლიკაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სახელმწიფო მომსახურებების - თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებაც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში