en
ge

ქარტიის საბჭოს განცხადება „ტროლების” სიის გავრცელების თაობაზე

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებების მიერ ე.წ. ტროლების ფაბრიკის შესახებ ინფორმაიიც გავრცელებას ეხმიანება.
„მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს იმ ადამიანთა სია, რომლებიც სავარაუდოდ "ქართული ოცნების” დაკვეთით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ სოციალურ ქსელში. სიაში დასახელებულ სახელებსა და გვარებს არ ახლდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი (პირადი ნომერი, ან რაიმე სხვა დეტალი) შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა ყველა ის ადამიანი, ვისაც სიაში ჩამოთვლილთა იდენტური სახელი და გვარი აქვს. ეს სია გავრცელდა სოციალურ ქსელშიც, გამოქვეყნდა იმ ადამიანთა ფოტოები, რომელთაც სიაში მოხვედირილი ადამიანების იდენტური სახელისა და გვარი აქვთ ისე, რომ არ გადამოწმებულა მართლაც ისინი არიან თუ არა "ტროლები”, რაც ცხადია ტოვებს შესაძლებლობას, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ სიასთან. გაჩნდა შეურაცხმყოფელი, მადისკრედიტირებელი კომენტარები მათ მიმართ", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ქარტიის საბჭო ხედავს საფრთხეს, რომ სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელონ სია და დამატებითი პრობლემები შეუქმნან ამავე სახელისა და გვარის მქონე პირებს. ამიტომ, ქარტია პრევენციის მიზნით მოუწოდებს ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებლად, დაუდასტურებლად სიაში მოხსენიებული იდენტური სახელისა და გვარის პირების მიმართ ბრალდებების გადაუმოწმებლად და დაუდასტურებლად ტირაჟირებისგან".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023