en
ge

საია: თბილისის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს მართვაში უნდა დაბრუნდეს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2016 წლიდან თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ადევნებს თვალს და საზოგადებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას. საუბარია, სახელმწიფოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთს შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებზე, რომელიც შპს "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის", 100%-იანი წილის მართვის უფლებით 49 წლით გადაცემას გულისხმობს.
„მიმდინარე წლის თებერვალში საიამ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და კომპანიის მხრიდან, სახელწიფოს წინაშე არსებული დავალიანების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. სააგენტოს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანხმად, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" სახელმწიფოს მიმართ, მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით 3,115,146 ლარის და 177,102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება. აღნიშნული დავალიანება მოიცავს პერიოდს 2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე. საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 4 იანვარს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, წერილობით მიმართა შპს „ინტერნეიშენალ ივენთს" და აცნობა, რომ სააგენტო იყენებდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების „6.2." პუნქტს და კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა. შესაბამისად, კომპანიისთვის განცხადების ჩაბარების მომენტიდან, მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება", - ვკითხულობთ საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)