en
ge

პლატფორმა „არა-ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. პლატფორმა „არა-ფობიას!" წევრი ორგანიზაციები ავრცელებენ მოსაზრებას პარლამენტში წარდგენილ დისკრიმინაციულ ინიციატივებთან დაკავშირებით.
„გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ რამდენიმე ინიციატივას და პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ კომენტარებს კანონპროექტებთან დაკავშირებით. საგანგაშოა არამხოლოდ ამ ინიციატივების დისკრიმინაციული ხასიათი, არამედ ის ფაქტი, რომ ამგვარი კანონპროექტების ავტორებად პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები გვევლინებიან.
საქმე ეხება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონს, რომელიც ახლებურად აწესრიგებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას. კანონპროექტი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ჩანაწერს, რომელშიც მითითებულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხოელთა საკუთრებაში შესაძლოა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყოს, რაც ორგანული კანონით უნდა დარეგულირდეს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შეიცავს დისკრიმინაციულ დებულებებს, რომელსაც ქსენოფობიური მოტივები უდევს საფუძვლად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: mdfgeorgia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)