en
ge

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა და პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნები

საქართველო. 2019 წლის 14-15 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამდღიანი შეხვედრა გაიმართა.
საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე იმსჯელეს და მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში საქართველოს პარლამენტის სტრატეგია განიხილეს.
სამდღიანი შეხვედრის დასასრულს, 16 მარტს გაიმართა სემინარი ჟურნალისტებისათვის, რომელსაც ბეჭდვითი, სამაუწყებლო და ონლაინ მედია საშუალების 22 წარმომადგენელი დაესწრო. ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს წევრებმა ჟურნალისტებს გააცნეს საქართველოს მიღწევები ღია მმართველობის სფეროში და უპასუხეს მათ შეკითხვებს მიღწეული წარმატებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით შედგა.
სრულად 
წყარო: https://idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)