თბილისი. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 18 მარტს, „ღია საზოგადოების ფონდში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პირველი საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაციით გაიხსნა.
„მშობელთა საინფორმაციო ცენტრი" იქნება პირველი ფსიქო-ემოციური დახმარების ცენტრი, რომელიც მშობლებს და იმ ოჯახებს მოემსახურება, ვისაც მინდობით აღზრდაში ჰყავთ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები.
19 მარტიდან ცხელი ხაზი ამუშავდება, რომლის მეშვეობით ამომწურავ და კომპეტენტურ ინფორმაციას მიიღებენ დაინტერესებული პირები საქართველოში არსებული მომსახურების შესახებ.
წყარო: https://osgf.ge