ქვემო ქართლი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), ადგილობრივი აქტივისტის სახელით, მარნეულის მერიასა და საკრებულოს, აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის რესურსების არარსებობის გამო, სასამართლოში უჩივის.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია არ უზრუნველყოფს უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული თარგმანის რესურსების შექმნას და მათ შორის, არ უზრუნველყოფს მოქალაქეების წერილების, განცხადებების, საჩივრების, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების პასუხების, საჯარო ინფორმაციისა და ნორმატიული აქტების თარგმანის სისტემის ამუშავებას. ამ პირობებში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას სრულყოფილად, უწევთ საკუთარი ხარჯით თარგმნონ განცხადებები და მიღებული პასუხები, იმისთვის, რომ მიიღონ ინფორმაცია იმ ბაზისურ უფლებებზე, სერვისებზე და რეგულაციებზე, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში", - ვკითხულობთ EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი