თბილისი. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
„2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა", რაც გულისხმობს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს თანასწორ გარემოში, ჰქონდეს უწყვეტი პიროვნული განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის პრობლემად რჩება დასახელებული შესაძლებლობების უზრუნველყოფა. გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანაში გამოწვევაა ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მომსახურებების არარსებობა, მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ხარვეზები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების პროცესში".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი