თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო აქვეყნებს გენდერის კვლევის ინსტიტუტის კურსდამთავრებულების, ნინო ცქიფურიშვილის და ლანა მუშკუდიანის სტატიას მარიკა მიქელაძის ბიოგრაფიულ ცნობებზე.
„ათამდე წიგნისა და უამრავი თარგმანის მიუხედავად, პოეტი მარიკა მიქელაძე ქართული ლიტერატურის ისტორიაში თითქმის სრულიად უცნობია. მისთვის, როგორც ქალისთვის, ისეთ პატრიარქალურ გარემოში, როგორიც იმ დროს ლიტერატურა და მწერალთა კავშირი იყო, თავის დამკვიდრება იოლი არ უნდა ყოფილიყო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: feminism-boell.org