en
ge

წარმატებული საქმე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ

თბილისი. კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტებმა სააპელაციო სასამართლოში კიდევ ერთი საქმე დაასრულეს წარმატებით და მოქალაქეს საკუთრების უფლება აღუდგინეს.
„ე.ს.-მა მიმართა ორგანიზაციას საკონსულტაციოდ შემდეგი საკითხით: მას გარდაცვლილი მეუღლისაგან მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე საცხოვრებელი სახლი მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწით, რომლის დასარეგისტრირებლად მან საჯარო რეესტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებას მიმართა. დოკუმენტაციის დამუშავების პროცესში საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებაზე იმ საფუძვლით, რომ ე.ს.-ის სახლთან მიმდებარე მიწის ნაწილი უკვე დარეგისტრირებული იყო მეზობლის სახელზე. საჯარო რეესტრის გაცემული პასუხის თანახმად, ვინაიდან მის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და რეესტრში უკვე დარეგისტირირებული მომიჯნავე უძრავი ქონების ჩანაწერების შორის აღინიშნებოდა გადაფარვა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა აღნიშნული სადაო საკითხის მოგვარებაზე. რაც შეეხება მეზობლებთან საზღვრების უზუსტობის გამოსწორებას, ეს უკანასკნელი მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდა. ე.ს.-მა ორგანიზაციის დახმარებით გადაწყვიტა დარღვეული უფლებათა აღსადგენად მიემართა სასამართლოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: article42.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)