en
ge

ეროვნული კვლევა: რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობა და უფლებები

თბილისი. 2019 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადებული ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა.
ღონისძიების გახსნაზე, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული პროგრესული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ გვხვდება სისტემური პრობლემები სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით, რომელიც თავის მხრივ სერვისების ფინანსურ მისაწვდომობას, სოციალურ ბარიერებს და ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. ეს ყოველივე კი განსაკუთრებული სიმწვავით აისახება ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე; არ არსებობს სისტემური ხედვა მშობიარობის შემდგომ სერვისებთან დაკავშირებით; მოზარდებს არ აქვთ კომპლექსური განათლება, არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას მათ სხეულზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რაც საფრთხის შემცველი ქცევების ალბათობას ზრდის.
კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)