თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
„22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი