en
ge

უწყებათა ანგარიშები სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ

თბილისი. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მოისმინეს.
ანგარიშები წარმოადგინეს: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.
ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ სახალხო დამცველმა დამაზუსტებელი კითხვებით მიმართა გამომსვლელებს და აღნიშნა, რომ ნელა მიმდინარეობს ის დადებითი ცვლილებები, რამაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობებისა თუ სხვაგვარად მოწყვლად პირთა მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.
ამ კვირაში, რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, ასევე, წარმოადგინეს: საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პროკურატურამ.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)