თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) 2016-2018 წლებში, ყოველწლიური საბიუჯეტო სუბსიდირების მიღმა, სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის ფინანსური და ქონებრივი რესურსის გადაცემის პრაქტიკა შეისწავლა.
EMC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წელს, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბი იმატებს, რაც სავარაუდოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტს უკავშირდება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი