თბილისი. 2019 წლის 1 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნო. სახალხო დამცველმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაც აუცილებლად მიაჩნია, რათა პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილმა კანონპროექტმა გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა უზრუნველყოს. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა შერჩევის კრიტერიუმებზე, კენჭისყრის ფარულობაზე, ინტერესთა კონფლიქტზე და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობაზე. ასევე, აღინიშნა მოსამართლეთა არჩევის პროცესში პარლამენტის როლი და ამ პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)